კალერის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კალერის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმოციტომა, მიელომატოზი. პარაპროტეინემიური რეტიკულოზი, რეტიკულო – პლაზმოციტოზი. სისხლმბად ორგანოთა სიმსივნური დაავადება. დამახასიათებელია პლაზმოციტური უჯრედების დიფუზური ან კვანძოვანი ზრდა, რომელთაც აქვთ უნარი პარაპროტეინების პროდუცირებისა. კლინიკური სურათი ყალუბდება და გაპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით: სიმსივნური ზრდით სისხლმბად სისტემაში, პარაპროტეინების ჰიპერპროდუქციით, რასაც თან სდევს შინაგან ორგანოთა პარამილოიდოზი და იმუნური დეფიციტის სინდრომის ჩამოყალიბება. სინონიმებია: კალერ – ბოცოლოს დაავადება, ჰაპელის დაავადება, რუსტიცკის დაავადება, რუსტიცკი – კალერის დდაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook