კალმანის სინდრომი

კალმანის სინდრომი – ჰიპოჰონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შერწყმა ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), დაქვეითებული თმიანობა, ქოსა სახე. ავადმყოფს დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება, ვერ არჩევს სუნს, არა აქვს პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმულია, ჰიპერტელორიზმი; ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი 46yx. სინონიმები: დე მორსეს სინდრომი, დე მორსე – გოტიეს სინდრომი. [“3”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook