კალციფეროლები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კალციფეროლები – ცხიმში ხსნადი ვიტამინები; არეგულირებენ კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, რომლებიც აუცილებელია ძვლების ზრდისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კალციფეროლი – ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) შედის მცირე რაოდენობით მცენარეულ პროდუქტებში და ქოლეკაციფეროლი (ვიტამინი D3) – ცხოველურ პროდუქტებში. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება სტერინებისაგან კანში. უკმარისობა იწვევს მინერალური ცვლის დარღვევას, ბავშვებში – რაქიტის განვითარებას.- (ვიტამინი დ) სტეროიდული სტრუქტურის ვიტამინების ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში; კალციფეროლის უკმარისობა იწვევს რაქიტის განვითარებას.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian