კამბიუმი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კამბიუმი – (cambium ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)   მცირედდიფერენცირებული უჯრედების ერთობლიობა რომელიმე ქსო­ვილის შემადგენლობაში, რის ხარჯზეც მიმდინარეობს მისი უჯრედული შედგენილობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგე­ნერაციის დროს. კამბიუმი  –  ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის წყაროა, განვითარე­ბის დიდი პოტენციის მქონე მცირედდიფერენცირებული უჯრედებია. მას ახასიათებს ცხოველმყო­ფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და მიტოზურ ციკლში მუდმივი ყოფნა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook