კანის აქტინომიკოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის აქტინომიკოზი – ღრმა ფსევდომიკოზის ყველაზე ხშირი ფორმა. გამომწვევია სხივისებრი სოკოები  –  აქტინომიცეტები. განასხვავებენ პირველად და მეორად აქტინომიკოზს. კლინიკური გამოვლინებები მსგავსი აქვთ. პირველადი აქტიმომიკოზის დროს ხდება ეგზოგენური დაინფიცირება (კანის საფარველის დაზიანებისას), მეორადის დროს გამომწვევი კანში აღწევს სხვა დაზიანებული ორგანოებიდან კონტაქტური ან ლიმფურ-ჰემატოგენური გზით. აქტინომიკოზი ხშირად ლოკალიზდება ყბისქვეშა და გავა – დუნდულოების მიდამოებში. ყველაზე უფრო ხშირი კვანძოვანი (კვანძოვან – გუმოზური) ფორმის დროს წარმოიქმნება ღრმა, კვრივი, მცირედ მოძრავი, უმტკივნეულო, შემოფარგლული ინფილტრატები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღებულობენ მოლურჯო – წითელ შეფერვას, აბსცენდირდებიან და იხსნებიან რამდენიმე წვრილი ფისტულით. პროცესი ქრონიკულია; ხდება ძველი ფისტულების დანაწიბურება და ახლების წარმოქმნა, ასევე შვილეული კერების წარმოქმნა. ხორკლისებრი ფორმა გამოირჩევა წვრილი კერების შედარებით ზედაპირული მდებარეობით, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისადმი. წყლულოვანი ფორმები წარმოიქმნებიან კვანძოვანი ინფილტრატების ვრცელი აბსცენდირებისას, არასწორი წყლულების წარმოქმნით, რომელთაც გააჩნიათ რბილი მოლურჯო ფერის კიდეები და უსწორმასწორი ფსკერი, ნეკროზული ნადებითა და დუნე გრანულაციებით. დიაგნოსტიკა ეყრდნობა კლინიკურ სურათს, აქტინომიცეტების აღოჩენას ჩირქის მიკროსკოპიის დროს და გამომწვევის კულტურის მიღებას. ზოგჯერ საჭირო ხდება პათოჰისტოლოგიური გამოკვლევა. კვანძოვან – გუმოზური ფორმის დიფერენცირება საჭიროა სიფილისური გუმისაგან, სკროფულოდერმისაგან, ათერომებისაგან. მკურნალობა ტარდება აქტინომიკოზის თერაპიის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook