კანის მიქსედემა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის მიქსედემა – (ბერძ. Myxa ლორწო + oidema სიმსივნე) კანის დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება დერმაში მჟავე მუკოპოლისაქარიდების (გლიკოზამინოგლიკანების) ჩალაგებით ცილებთან კოპლექსში; განასხვავებენ გენერალიზებულ (დიფუზურ), ლოკალიზებულ, პაპულოზურ კანის მიქსედემას და კანის ფოლიკულურ მუცინოზს. კანის გენერალიზებული მიქსედემა ვითარდება ჰიპოთირეოზისათვის დამახასიათებელი ზოგადი დარღვევების ფონზე, როგორიცაა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, დარღვევები გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ნაწლავის მოტორული ფუნქციის დასუსტება, დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, ყველანაირი სახის ნივთიერებათა ცვლის დაქვეითება. დამახასიათებელია გამონაყარი უმტკივნეულო კვანძების სახით. ლოკალიზებული ფორმა ხასიათდება წვივების წინა ზედაპირის კანის შეშუპებით, მაგარი კვანძოვანი წარმონაქმნებით; პაპულოზური ფორმა ხასიათდება სიმეტრიული გამონაყრით, რომელიც ლოკალიზებულია უპირატესად ხელების გამშლელ ზედაპირებზე, იშვიათად სხეულზე მრავალრიცხოვანი, მბზინავი კვანძების სახით,  შეშუპებული კანის ფონზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian