კაპიტალი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კაპიტალი – მეწარმესთან (კომპანია, კორპორაცია) მიმართებაში – მისი ძირითადი და საბრუნავი საშუალებების საერთო ღირებულება. განასხვავებენ ძირითად, გამოშვებულ, განაღდებულ, სარეზერვო, ნომინალურ კაპიტალებს. კაპიტალის წარმოშობის წესი და სტრუქტურა დაწვრილებით რეგლამენტირდება კანონით. მაგ; ყოველ სააქციო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძირითადი (სააქციონერო) კაპიტალი. სააქციონერო კაპიტალის ოდენობა დგინდება დამფუძნებლების მიერ და მიეთითება საზოგადოების წესდებაში, ამიტომ მას აგრეთვე ეწოდება საწესდებო და უნდა იყოს აქციათა ნომინალური ფასის ტოლი. უმეტეს ქვეყნებში კანონმდებლობით გათვალისწინებულია საზოგადოების ძირითადი (აქციონერული) კაპიტალის მინიმალური თანხა, ხოლო მისი მაქსიმალური ოდენობა საერთოდ არ წესდება არცერთ ქვეყანაში. სააქციონერო კაპიტალი წარმიშობა: 1. – დამფუძნებლებს შორის აქციების განაწილების (ანუ ხალხში მიმოქცევის გარეშე) გზით. 2 – აქციებზე სახალხო ხელმოწერის გამოცხადების გზით. თითქმის ქველა ქვეყნის სამართალი მოითხოვს აქციათა (პაიების) მთლიან (სრულ) განთავსებას, როცა არის შექმნილი საზოგადოების აღიარების აუცილებელი პირობა, ანუ სააქციონერო კაპიტალი მთლიანად უნდა იყოს დაფარული ხელმოწერილი აქციებით (პაით)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook