ინტერნეტის მოწესრიგება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინტერნეტის მოწესრიგება – (ინტ.) sorting of Internet ქსელური საინფორმაციო სივრცის შინაგანი მოწყობა, რაც გულისხმობს ძირითადი საინფორმაციო კვანძების სტრუქტურირებას, გადაჯგუფებას და კონსოლიდაციას გარკვეული თემების მიხედვით. საინფორმაციო რესურსების კონსოლიდაცია ადამიანის საქმიანობის კონკრეტული სფეროების (მაგალ. მეცნიერების, განათლების, ეკონომიკის, ხელოვნების, პოლიტიკის) გარშემო ხდება. კონსოლიდაციის წერტილებია ამ სფეროთა დარგები (სახეები, ტიპები). ასეთი მიდგომა განაპირობებს ქსელის არქიტექტურის ცვლილების აუცილებლებლობას და მოითხოვს: ინფორმაციის წარმოდგენის სტანდარტების შექმნას; რესურსთა დეტერმინირებას დანიშნულების, უტყუარობის, აქტუალობის და ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით; წესებისა და პროტოკოლების მიღება, რომლებიც მომხმარებელის საქმიანობას არეგულირებენ; ინტერნეტის მოწესრიგება განსხვავდება მისი რეგულირებისაგან (იხ.) და თავისი არსით, ტექნოლოგიურ პროცედურას წარმოადგენს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა