ინტერნეტ – ადიქცია

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინტერნეტ – ადიქცია – (ინტ.) Internet addiction „ინტერნეტ – ნარკომანია“ – ინტერნეტისაგან ფსიქოლოგიური დამოკიდებულების რეალურად არსებული ფენომენი (დღეისათვის არ არსებობენ საკმარისი კლინიკური მონაცემები იმისათვის, რომ ეს მოვლენა ავადმყოფობად ჩაითვალოს). ინტერნეტისაგან დამოკიდებულების გამომჟღავნების უკან შეიძლება იმალებოდნენ სუბიექტის სხვა მავნე მიდრეკილებები ან ფსიქიკური გადახრები. გამოიხატება რეალობიდან თავისებურ მოწყვეტაში, რომლის დროსაც ქსელში ნავიგაციის პროცესი სუბიექტს იმდენად „ჩაითრევს“, რომ მას უკვე აღარ შეუძლია რეალურ სამყაროში სრულყოფილი არსებობა.

გაფრთხილება!