ინტერსტიციური უჯრედები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინტერსტიციური უჯრედები – (cellulae interstiticae ლათ. inter – შორის და sto – ვდგავარ) – მეზენქიმური წარმოშობის ეპითელიოი­დური უჯრედები, რომლებიც მდებარეობენ სათესლის კლაკნილ მილაკებს შორის შემაერთებელქსოვილოვან შუაშრეებში. ვარაუდობენ, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონს. სინ.შუალედური უჯრედები ანუ ლეიდიგის უჯრედები (glandulocyti testis), ინტერსტიციური უჯრედებია აგრეთვე საკვერცხის სტრომაში. მსგავსი წარმოშობისაა დეციდური უჯრედები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა