ინტერფაზა

ინტერფაზა – (interphasis ლათ.inter – შორის; სინ. ინტერმიტოზი, მიტოზშორის პერიოდი, სიმშვიდის სტადია, მეტაბოლური სტადია) დროის შუალედი ორ მიტოზურ გაყოფას შორის. ამ პერიოდში უჯრედი მოქმედ მდგომარეობაშია და ასრულებს მისთვის დამახასიათებელ ფუნ­ქციებს. ინტერფაზის დროს ხორციელდება უჯრედის მემკვიდ­რეობითი ინფორმაციის რეალიზაცია, რაც ვლინდება სპეციფიკური ცილების სინ­თეზით და ციტოპლაზმაში სპეციალიზებული სტრუქ­ტურების წარ­მოქმნით, რომლებიც უჯრედის ფუნქციურ სპეციალიზაციას შეესაბამე­ბიან. ინტერფაზაში უჯრედების მიტოზური გაყოფის წინ მიმდინარეობს მომზადება, რომლის მთავარი მოვლენებია ცენტრიოლებისა და დნმ – ს რედუპლიკაცია. დნმ – ს სინთეზის აქტივობის მიხედვით ინტერფაზა იყო­ფა სამ პერიოდად: 1. პრესინთეზურად, რომლის დროს დნმ – ს სინთეზი არ ხდება. ამ პერიოდს უწოდებენ აგრეთვე პოსტმიტოზურს, რადგანაც­ ის მაშინვე სდევს თან წინა მიტოზს, ანუ G1 პერიოდს (ინგ. პფზ – შუალე­დი);­ 2. სინთეზურად – დნმ – ის სინთეზის, ანუ S პერიოდი. მას უჭირავს ინ­­ტერფაზის შუა პერიოდი და გრძელდება დაახლოებით 8 საათს; 3. პოსტსინთეზურად,რომლის განმავლობაში დნმ – ს სინთეზი ისევ არ ხდება, უჯრედი კი ემზადება უშუალოდ მიტო­ზისათვის. ამ პერიოდს უწოდებენ აგრეთვე პრემიტოზურს, ანუ G2 პერიოდს. ამ პერიოდებისა და მთელი ინტერფაზის ხანგრძლივობა სხვადასხვა უჯრედში ვარირებს. ტერმინი „ინტერფაზა“ შემოიღო (1912) ლუნდერგარდენმა. ტერმინი „ინტერკინეზი“, რომელსაც არც თუ იშვიათად ხმარობენ „ინტერფაზის“ სინონიმად, უმჯობესია დავტოვოთ მხოლოდ მეიოზის პირველ და მეორე გაყოფებს შორის დროის შუალე­დური სტადიის აღსანიშნავად. არჩევენ ავტოსინთეზურ და ჰეტერო­სინთეზურ ინტერფაზებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – უჯრედის სასიცოცხლო ციკლის სტადია ორ ერთმანეთის მომდევნო მიტოზურ დაყოფას შორის.(2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.