ინფექციურ – ალერგიული პოლიართრიტი

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინფექციურ – ალერგიული პოლიართრიტი – (polyarthritis infectiosoallergica; infectio დასნებოვნება; ბერძ. Allos სხვა, უცხო + ergon მოქმედება) მორეციდივე კეთილთვისებიანი სინოვიტი, რომელიც უკავშირდება ძირითადად კეროვან სტრეპტოკოკურ ინფექციას და ხასიათდება პროცესის სრული შექცევადობით. ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს სხვადასხვა მიკროორგანოზმები, თუმცა წამყვანი როლი მიეკუთვნება სტრეპტოკოკურ ინფექციას. ავადდებიან უპირატესად ქალები. პირველი სიმპტომები წარმოიქმნება სტრეპტოკოკური ინფექციის გამწვავებიდან 7 – 14 დღის შემდეგ. დაავადება იწყება მწვავედ, იშვიათად ქვემწვავედ. აღინიშნება  სახსრების ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა. პროცესი ვრცელდება ერთდროულად რამდენიმე სახსარზე. მკურნალობის დაწყებიდან 4 – 6 კვირის შემდეგ სახსრებში ცვლილებები გაივლის უკვალოდ და მათი ფუნქცია სრულად აღდგება.

გაფრთხილება!