ისტერია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ისტერია – (hysteria; ბერძ. Hystera საშვილოსნო) ფსიქოგენიების სახესხვაობა, რომელიც წარმოიქმნება ფსიქოტრავმული გარემოებების ზემოქმედებით თავისებური ხასიათის მქონე (ისტერიული ხასიათის) პირებში და ასევე ჯანმრთელ ადამიანებში მძიმე ფსიქოტრავმულ პირობებში. ხშირად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში, უპირატესად ქალებში, თუმცა ავადდებიან მამაკაცებიც. ხასიათდება მრავალრიცხოვანი ფუნქციური დარღვეევებით, მეტად პოლიმორფული სიმპტომატიკით, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს სხვადასხვა დაავადებებს. – ნევროზის მწვავე გამოვლინება. ვითარდება ფსიქოლოგიური ხასიათის ტრავმის შედეგად; უფრო ხშირად ემართებათ ქალებს.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა