კანის ლიმფოსარკომატოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის ლიმფოსარკომატოზი – (lymphosarcomatosis cutis) კანის ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიმფოიდურ – რეტიკულური სისტემის ელემენტების გარდაქმნით არადიფერენცირებულ ლიმფურ უჯრედებად. ავადდებიან ძირითადად საშუალო და ხანშიშესული ასაკის პირები (40 – დან 70 წლამდე). პირველადი იზოლირებული კანის ლიმფოსარკომატოზი აღინიშნება საკმაოდ იშვიათად; ხშირად კანის დაზიანება მრავლობითია, ვლინდება ნაკლებმტკივნეული, მკვრივი კვანძების ფორმით. კვანძების ზედაპირი გლუვი, ნახევარსფეროსებრი ან ბრტყელია, ზოგჯერ დაწყლულებული. სიმსივნე სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს ლოკალიზებული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა