კანის სარკომა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის სარკომა – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი. განასხვავებენ ფიბროსარკომას და ლიმფოსარკომას. სიმპტომები. ფიბროსარკომა უხშირესად წარმოქმნილია კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილიდან. პალპაციით სიმსივნეს გააჩნია არათანაბარი ფორმის მკვრივი მასის ფორმა, რომელიც თავდაპირველად დაფარულია ნორმალური კანით. სიმსივნე საკმაოდ სწრაფად იზრდება, ზრდის პარალელურად, მის ზემოთ, კანი ღებულობს პურპურისებურ ელფერს და საბოლოო ჯამში წყლულდება. ხშირად წარმოიქმნება შვილეული ელემენტები. ადრე თუ გვიან ვითარდება მეტასტაზები, რომლებიც ჩვეულებრივ ვითარდებიან ჰემატოგენური გზით, განსაკუთრებით ფილტვებში. ლიმფოსარკომა ხშირ შემთხვევებში მრავლობითია. ის ჩნდება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. მისი ზომა მერყეობს ოსპის ოდენობიდან ქლიავის ოდენობამდე. სიმსივნე ნელა იზრდება, მის ზემოთ კანი ამოწეულია, ეს უკანასკნელი ღებულობს შეგუბებით შეფერილობას. ლიმფოსარკომა ლოკალიზებული შეიძლება იყოს კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე. არც თუ იშვიათად ლიმფოსარკომა შეიძლება გაქრეს თვითნებურად, თუმცა დრო და დრო, ამა თუ იმ უბანზე, შეიძლება კვლავ განვითარდეს. შინაგან ორგანოებში მეტასტაზირება არ აღინიშნება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა