კანი

კანი – (cutis) ორგანიზმის გარეთა საფარი, შედგება ეპიდერმისის, დერმის, კანქვეშა ბადურისა და მისი წარმონაქმნებისაგან (თმები, ჯირ­კვლები, ფრჩხილები). ორგანიზმს იცავს მექანიკური დაზიანებისაგან, ხელს უშლის მიკროორგანიზმების, შხამიან და მავნე ნივთიერებათა შეღ­წევადობას, მონაწილეობს გარემოსთან წყლისა და აირთა ცვლაში, ვიტა­მინების ცვლაში, სისხლის დეპონირებაში, გარე გაღიზიანებათა რეცეპციაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  – ადამიანისა და ცხოველის სხეულის ზედაპირული საფარველი. შედგება ორი შრის – ეპიდერმისისა და დერმისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი არიან ბაზალური მემბრანით.(2)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი