კაპოშის სარკომა

კაპოშის სარკომა – სისტემური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს უპირატესად კანის დაზიანებით, მასში ახალწარმონაქმნებისა და სისხლძარღვთა ზრდით. დაზიანებები სიმეტრიული და მრავლობითია, აღინიშნება კიდურებზე, განსაკუთრებით წვივისა და ტერფის წინა ზედაპირებზე.

დასაწყისში ჩნდება მოწითალო – მოლურჯო, იისფერი ლაქები, ან უმტკივნეულო კვანძები, შემდგომში ფორმირდება სიმსივნური კვანძები, რომლებიც წყლულდება. 60 წელზე ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში კაპოშის სარკომა მიეკუთვნება იმ დაავადებებს, რომელიც განსაკუთრებით დამახასიათებელია შიდსისათვის.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი