კაშინ – ბეკის დაავადება

კაშინ – ბეკის დაავადება – (ნ. ი. კაშინი, რუსი ექიმი; ე. ვ. ბეკი) საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის ეპიდემიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ხერხემლისა და კიდურების სახსრების დეგენერაციულ – დისტორფული დაზიანებით. დაავადება იწყება ორგანიზმის ზრდის პერიოდში. პროცესი ვითარდება ნელა, თანდათანობით; აღინიშნება ყრუ ხასიათის ტკივილები კიდურების სახსრებში და კუნთებში, ხერხემალში, ზურგში. აღინიშნება შებოჭილობა, პარესთეზიები.


Share this...Share on Facebook
Facebook