კბილის დაბჟენა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კბილის დაბჟენა – კბილის კარიესული ღრუს დახურვა რომელიმე ხელოვნური საბჟენი მასალით. კბილის დაბჟენის მიზანია შეაჩეროს კბილის კარიესის განვითარება, აღადგინოს კბილის ანატომიური მთლიანობა და ფიზიოლოგიური ფუნქცია. კბილის დაბჟენამდე აუცილებელია კბილის მექანიკური დამუშავება – კარიესული ღრუს გახსნა, გაფართოება, დარბილებული შიგთავსის მოცილება, ღრუს ფორმირება, ქიმიური დამუშავება, გამოშრობა და დაბჟენა. მკურნალობის პროცესში კარიესული ღრუს დასახურად იყენებენ დროებით ბჟენს (ხელოვნური დენტინი, თაბაშირი და სხვ.). მუდმივი ბჟენისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს მტკიცე, მაგარი, ფერით შეესაბამებოდეს კბილის ბუნებრივ ფერს, ნერწყვისა და სხვადასხვა გამღიზიანებლის მოქმედებით არ უნდა იცვლიდეს ფიზ. – ქიმ. თვისებებს და სხვ. მუდმივი ბჟენისათვის იყენებენ კბილის სამკურნალო ცემენტის (ფოსფატცემენტი, სილიკატცემენტი, სილიდონტი და სხვ.), ვერცხლისა და სპილენძის ამალგამას, გუდაპისს, პლასტმასას და სხვ., აგრეთვე კბილის ჩანართებს (ოქროს, პლატინის, ფაიფურის მასალის კარკასი) რომლებიც ძირითადად კბილის დაშლილი გვირგვინის აღსადგენად იხმარება. საბჟენი მასალის შერჩევა კარიესული ღრუს სიღრმის, ლოკალიზაციისა და კბილთა ჯგუფის მიხედვით ხდება. სათანადო წესის დაცვით დაბჟენილი კბილი წლების მანძილზე ინარჩუნებს ფორმას და ფიზიოლ. ფუნქციას. ნ. ბაძოშვილი. [“1”]   – კბილის კარიესული ღრმულის ამოვსება ხელოვნური საბჟენი მასალით.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook