კელმეიერ – დეგოსის სინდრომი ანუ კელმეიერ – დეგოსის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კელმეიერ – დეგოსის სინდრომი ანუ კელმეიერ – დეგოსის დაავადება – ატროფიული პაპულოზურ – ქერცლოვანი დერმატიტი. ატროფიული ავთვისებიანი პაპულოზი. კან – ლორწოვან – ნაწლავის სინდრომი. კან – ნაწლავის დისემინირებული თრომბანგიტი. ფაიფურის მსგავსი წვეთოვანი დანაწიბურებადი (ნაწიბუროვანი) ერითემა – უცნობი ეტიოლოგიის დაავადება. ახასიათებს კანისა და ნაწლავთა სისხლძარღვების სისტემური დაზიანება. გამოვლინდება ვარდისფერი მორეციდივე პაპულოზური გამონაყარით (ატროფიული თეთრი ნაწიბურებით), მუცელში ტკივილის შეტევებით, ღებინებით, ფაღარათით, ცხელებით. სინონიმები: დეგოსის დაავადება, დეგოს – დელორი – ტრიკოს სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook