კელოგის ფონდი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კელოგის ფონდი – W.K. Kelloge Foundation მხარდაჭერის სფეროები: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ღარიბთა დახმარება, მოწყალება, განათლება, ეკონომიკის მართვა და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ფონდი უპირატესობას ანიჭებს უკვე დაგროვილი ცოდნის გამოყენებას და არა ცოდნის დაგროვებასა და კვლევებს. ფონდი ახალისებს სადემონსტრაციო პროგრამებს, რომლებსაც შემდეგ გრანტიორი დამოუკიდებლად აგრძელებს და რომლის გამოცდილება გამოადგება სხვა ორგანიზაციებს. მხარდაჭერის ფორმები: სპეციალისტების გაცვლა, ტექნიკური დახმარება, კონფერენცია /სემინარები, სწავლება, სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლა. ფონდი ძირითადად მუშაობს აშშ – ში, ლათინურ ამერიკაში, კარიბის ბასეინში, სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში მხარს უჭერს სხვა ქვეყნებსაც. (წინამდებარე ნაშრომში შეტანილია მოკლე ინფორმაციები ფონდების შესახებ, რომლებიც საგრანტო ფორმით აფინანსებენ მედიცინას და მომიჯნავე დარგებს. დაწვრილებითი ინფორმაციების მიღება შეიძლება ,,ქართულ სამედიცინო – ფარმაცევტულ საიტზე” ან ფონდის დასახელების ინტერნეტ – საძიებო სისტემებში აკრეფით)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook