კიარის ანომალიები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კიარის ანომალიები – თავის ტვინის განვითარების მანკების ჯგუფი; გამოყოფენ 4 ტიპს: პირველი ტიპი ვლინდება ნათხემის ნუშების დაწევით კეფის დიდი ხვრელით ხერხემლის არხში, რაც კლინიკურად ვლინდება სიცოცხლის მე – 3 – 4 ათწლეულში კეფა – კისრის მიდამოს ტკივილებით, ნისტაგმით, ატაქსიით. მეორე ტიპი ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში და მიმდინარეობს მიელომენინგოცელით, ჰიდროცეფალიითა და განვითარების სხვა მანკებით. მესამე ტიპი ხასიათდება ენცეფალოცელით კეფის მიდამოში ნათხემის ჩანერგვით თიაქრის პარკში. მეოთხე ტიპის დროს ხდება ნათხემის იზოლირებული ჰიპოპლაზია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook