კიარი – ფრომელის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კიარი – ფრომელის სინდრომი – პერსისტირებადი ლაქტაციის სინდრომი, საშვილოსნოს ლაქტაციური ატროფია. უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში ფეხმძიმობის და მშობიარობის შემდეგ ლაქტორეისა და ამენორეის სახით ძუძუს წოვების დამთავრებისას. შესაძლოა განვითარდეს ფეხმძიმობისაგან დამოუკიდებლადაც. ხშირად ადგილი აქვს დიენცეფალონის დაზიანების ნიშნებს: სიმსუქნე ან წომაში დაკლება, თავის ტკივილი, თავბრუ, სისუსტე, ძილიანობა ან უძილობა, აგზნებადობა, ოფლიანობა, ლიბიდოს დაქვეითება. ადგილი აქვს გარეთა და შიგნითასასქესო ორგანოების ზომიერად გამოხატულ ატროფიულ ცვლილებებს. ავადმყოფთა უმრავლესობას ადრე თუ გვიან უდგინდება ჰიპოფიზური ჰორმონალურად არააქტიური სიმსივნე, რომლისთვისაც ნელი ზრდაა დამახასიათებელი. იგივეა ჩიარი – ფრომელის, ხიარი – ფრომელის სინდრომი. [“3”] – (J. B. Chiari, ავსტრიელი გინეკოლოგი; R. J. Frommel გერმ. გინეკოლოგი) სიმპტომთკოპლექსი, რომელიც ხასიათდება პათოლოგიურად ხანგრძლივი ლაქტაციით, შერწყმული ამენორეასთან და სასქესო ორგანოების ატროფიასთან.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook