კისრის შუამდებარე ცისტები და ფისტულები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კისრის შუამდებარე ცისტები და ფისტულები – წარმოიქმნება ფარისებრ – ენის სადინრიდან. ენის ძირისა და ფარისებრი ჯირკვლის ყელს შორის შუა ხაზზე მდებარობს უმტკივნეულო მოძრავი წარმონაქმნი. ხშირად იგი ლოკალიზებულია უშუალოდ ხახის ზევით, გადაინაცვლებს ყლაპივის დროს. ინფექციის თანდართვის შემთხვევაში წარმოიქმნება მუდმივი ან მორეციდივე ფისტულა ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით. ფისტულა მთლიანი (აქვს ორი ხვრელი, შიგნითა  –  ენის ძირში) ან არასრულია (შიგნითა ხვრელი ობლიტერირებულია ენისქვეშა ძვლის ან მის შიგნითა დონეზე). შემთხვევათა მესამედში ცისტები და ფისტულები ვლინდება 10 წლამდე ასაკში. დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ფისტულოგრაფია. დიფერენციალური დაგნოზი ტარდება ათერომასთან, ფარისებრი ჯირკვლის პირამიდული წილის ცისტურ სტრუმასთან, ლარინგოცელესთან. მკურნალობა ოპერაციულია; ნაჩვენებია ბავშვებში ცისტის ნებისმიერი ზომის დროს, მოზრდილებში  –  1 სმ – ზე დიდი ზომის დროს. ფისტულები  –  აბსოლუტური ჩვენებაა ოპერაციისა. ტარდება ცისტებისა და ფისტულების რადიკალური ამოკვეთა ენის ძირამდე, ენისქვეშა ძვლის სხეულთან ერთად. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..