კლიმაქსი, კლიმაქტერული ნევროზი

კლიმაქსი, კლიმაქტერული ნევროზი – ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა, მენოპაუზის დადგომა, წარმოადგენს ფიზიოლოგიურ მოვლენას და ჩვეულებრივ ადგილი აქვს სიცოცხლის მეხუთე ათწლეულში. ამ დროს, ქალის ორგანიზმში ხდება ნეოროენდოკრინული სისტემის, უპირველეს ყოვლისა ჰიპოფიზის, ჰიპოთალამუსის, აგრეთვე საკვერცხეების მოქმედების მნიშვნელოვანი გარდაქმნა. მხოლოდ ქალთა მცირე ნაწილში ეს გარდაქმნა მიმდინარეობს მსუბუქად. საკმაოდ ხშირად, ამ პერიოდში, ვითარდება ე.წ. კლიმაქტერული ნევროზი. ავადმყოფები უჩივიან წამოხურებას, სიცხის შეგრძნებას, გაღიზიანებადობას, უძილობას, თავის ტკივილს, ადვილად დაღლილობას. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სხვადასხვა ხასიათის ტკივილი გულის არეში, რომლებიც ხშირად ლოკალიზებულია გულის მწვერვალზე, სხვადასხვა ხანგრძლივობისაა და დაკავშირებული არ არის ფიზიკურ დატვირთვასთან. ზოგიერთ ქალს აღენიშნება არტერიული წნევის მომატება. ხანში შესულ მამაკაცებში, ზოგჯერ ადგილი აქვს ზემოთ აღწერილი სიმპტომების მსგავს ნევრასთენიულ მოვლენებს, თუმცა მათი კავშირის დადასტურება სათესლეების ფუნქციების უკმარისობასთან ხშირად ვერ ხერხდება.


გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე,  
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook