კლიუვერ – ბიუსის სინდრომი

 კლიუვერ – ბიუსის სინდრომი – (ამერიკელი მეცნიერები Kluver и Busy) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ემოციური გულგრილობით, ფსიქიკური სიბრმავით,  პასიურობით, ეიფორიით, სირცხვილისა და შიშის გრძნობის დათრგუნვით,  რომელიც შერწყმულია ჰიპერსექსუალობასთან, აკვიატებულ მისწრაფებასთან შეეხონ ნებისმიერ საგანს, გაუმაძღრობასთან, გარშემო მყოფი საგნების შეცნობის უნარის დარღვევასთან. დამახასიათებელია, რომ ავადმყოფი  (Никифоров А. С. Неврология. Полный толковый словарь, 2010 г.)  საგნის შეცნობისათვის აუცილებლად კიდებს მას ხელს, მაშინაც კი, როცა საგანი საფრთხეს შეიცავს (საშიშია).

ვითარდება საფეთქლის წილების მედიალური სტრუქტურების ორმხრივი დაზიანების დროს, მაგ. ჰერპესული ენცეფალიტის, ან თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებებისას.
საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას. წილების ამოკვეთის შემდეგ, მეტწილად უვითარდებათ ჭკუასუსტობა (Tertian H., 1955).

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Share this...Share on Facebook
Facebook