კოლპოპერინეოპლასტიკა

კოლპოპერინეოპლასტიკა – (ბერძ. Kolpos ქალის უბე, საშო + ლათ. Perineum შორისი + plastike გამოქანდაკება, პლასტიკა) საშოს უკანა კედლისა და შორისის კუნთების გაკერვის პლასტიკური ოპერაცია. მისი არსი მდგომარეობს მენჯის ფსკერის კუნთების აღდგენასა და გამაგრებაში, მცირე მენჯის ორგანოთა დაწევისა და გამოვარდნის დროს.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი