კომპიუტერული ტომოგრაფია


კომპიუტერული ტომოგრაფია – დიაგნოსტიკის მაღალფორმაციული მეთოდი. მისი საშუალებით პირველად გახდა შესაძლებელი თავის ტვინის ვიზუალიზაცია და თავდაპირველად გამოიყენებოდა მხოლოდ ამ მიზნით, შემდეგში კი, ტექნიკური სრულყოფის გზით, შესაძლებელი გახდა ამ მეთოდის გამოყენება მთლიანი სხეულის გამოსაკვლევად.

კომპიუტერული ტომოგრაფია ფართოდ გამოიყენება მედიცინაში რამდენიმე მიზნით:

როგორც სასკრინინგო ტესტი შემდგომი მდგომარეობების დროს:

  • თავის ტკივილი
  • თავის ტრავმა, რასაც არ მოსდევს გონების დაკარგვა
  • გონების დაკარგვა

გადაუდებელი შემთხვევების დროს

გეგმიური კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფიის დიდი უმეტესობა ტარდება გეგმიურად ექიმის მიმართვით, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების მიზნით. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების წინ ტარდება შედარებით მარტივი  გამოკვლევის მეთოდები – რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაბორატორიული კვლევები და სხვა. ხშირ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია გეგმიურად ტარდება მკურნალობის შედეგის კონტროლის მიზნით, სამკურნალო და დიაგნოსტიკური (მაგ. პუნქცია) მანიპულაციების ჩასატარებლად.

კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია გამოვლინდეს:

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას სიმსივნეების დიაგნოსტიკაში.

გარდა დიაგნოსტიკისა, კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება სამედიცინო პროცედურების ჩატარების სისწორის საკონტროლოდ (მაგ. ქსოვილების ბიოპსიისას, აბსცესების დრენირების პროცესის დროს)

კომპიუტერული ტომოგრაფიის სახეები

სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის დროსაც მცირდება  გამოკვლევის დრო და პაციენტზე სხივურ დატვირთვა.

მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც საშუალებას იძლევა არამხოლოდ მივიღოთ გამოსახულება, არამედ რეალურ დროში დავაკვირდეთ თავის ტვინში, გულში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს.

კომპიუტერული ტომოგრაფია კონსტრასტით – კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ორგანოთა სტრუქტურისა და ცვლილებების უფრო მკაფიოდ ასახვისათვის მიმართავენ კომპიუტერული ტომოგრაფიას კონსტრასტით. საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის ორი  ძირითადი გზა არსებობს: პერორალური და ინტრავენური. პირველი მეთოდი ძირითადად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ღრუ ორგანოების გამოკვლევისათვის, მეორე მეთოდი კი საშუალებას იძლევა შეფასდეს ქსოვილებსა და ორგანოებში საკონტრასტო ნივთიერების დაგროვება და დაზუსტდეს პათოლოგიური ცვლილებების ხასიათი, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნების ჰისტოლოგიური აგებულებაც კი ირგვლივ მდებარე ქსოვილების ფონზე.

კტ ანგიოგრაფია  – კტ ანგიოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ სისხლძარღვების გამოსახულების შრეობრივი სერიული სურათები. მიღებული მონაცემების საფუძველზე კომპიუტერული დამუშავების შედეგად აიგება სისხლძარღვოვანი სისტემის სამგანზომილებიანი მოდელი.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების უკუჩვენებები:

ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების წინ ექიმი უნდა გაფრთხილებული უნდა იყოს ისეთი მდგომარეობების თაობაზე, როგორიცაა:

  • გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები  (მაგ, გულის უკმარისობა)
  •  შაქრიანი დიაბეტი, რომლის სამკურნალოდაც იღებთ მეტფორმინს შესაძლოა მოგიწიოთ აღნიშნული მედიკამენტის შეწყვეტა პროცედურის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე და პროცედურის დღეს.
  • ასთმა
  • თუ პროცედურამდე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ რენტგენოლოგიური გამოკვლევა საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით (ბარიუმით-ირიგოსკოპია) ან იღებდით ბისმუტის შემცველ პრეპარატებს. ბარიუმი და ბისმუტი ხელს უშლის  მკაფიო გამოსახულების მიღებას.
  • არსებობს უმნიშვნელო რისკი იმისი, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია გავლენას მოახდენს იმპლანტირებულ ან გარეგან სამედიცინო მოწყობილებებზე, როგორიცაა კარდიოსტიმულატორი, ინსულინის ტუმბო, დეფიბრილატორი ან ნეიროსტიმულატორი

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.