კონოვალოვ – ვილსონის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონოვალოვ – ვილსონის დაავადება – ჰეპატოცერებრული დისტროფია, ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია, პროგრესირებადი ლენტიკულური დეგენერაცია – მემკვიდრეობითი დაავადება, შეპირობებული ცილისა და სპილენძის ცვლის დარღვევით. ახასიათებს ღვიძლის დაზიანება ციროზის განვითარებით და თავის ტვინის მეორადი დაზიანება (უპირატესად დისტროფიული პროცესები მუხუდოსებრ ბირთვებში). გამოვლინდება ექსტრაპირამიდული რიგიდობით და ფსიქიკის დარღვევით, ღვიძლის ფუნქციის მოშლის ფონზე. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. სინონიმები: ვესტფალ – კონოვალოვის დაავადება, ვილსონ – კონოვალოვის დაავადება, კონოვალოვის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა