კონტრაბანდა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონტრაბანდა – საქონლის ძვირფასეულობის ან სხვა ნივთების სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაადგილება, ასევე საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებული სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლისთვისაც კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითალისწინებს.უკანონო გადაადგილებაში იგულისხმება ტვირთის გადაადგილება საბაჟოს გვერდის ავლით (კერძოდ, საბაჟო კონტროლის ადგილისა და დროის მიღმა ან საბაჟო კონტროლისაგან მალულად). თვით კონტრაბანდა, ასევე საშუალებები, რომლითაც ხდება კონტრაბანდა ექვემდებარება კონფისკაციას, მიუხედავად იმისა დადგენილია თუ არა მფლობელი. კონფისკაციის შეუძლებლობისას ამოიღება კონტრაბანდული საქონლის მიახლოებითი ღირებულება. ადმინისტრაციული წესით კი განსაზღვრულია ჯარიმები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook