კრონის დაავადება

კრონის დაავადება – უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი, მისი უბნის ანთებითი დაზიანებით, ნაწლავის კედლის გამსხვილებითა და მისი დაწყლულებით, ნაწლავის სანათურის შემცირებით. ვლინდება ცხელებით, ტკივილით მუცელში, ფაღარათით, სიგამხდრით. გართულებებია: პარაპროქტიტი, ნაწლავის გაუვალობა და სხვ. დიაგნოზი ზუსტდება რექტორომანოსკოპიით, კოლონოსკოპიით, ირიგოსკოპიით, კომპიუტერული ტომოგრაფიით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..