კროსინგოვერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კროსინგოვერი – (ინგ. crossingover  –  ჯვარედინი) შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის მეიოზის პროფაზაში გენებისა და ქრომატიდების მთელი სეგმენტების ურთიერთგაცვლის მექანიზმი. ქრო­მოსომების კონიუგაციის დროს ერთი ქრომოსომიდან მეორეში გადამავალი ორი ქრომატიდის გადაჯვარედინების ხარჯზე წარმოიქმნება ხიაზმები . კროსინგოვერს ახასიათებს ამ ხიაზმების გახლეჩა, ამასთან, გადაჯვარედინებული ქრომატიდების სეგმენტები მეზობელი ჰომო­ლო­გიური ქრომოსომების შემადგენლობაში ჩართული რჩება, რის შე­დე­­გადაც ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის ხდება მემკვიდ­რეობითი ფაქტორების გაცვლა. ტერმინი შემოიღო მორგანმა (1911). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის იდენტური უბნების ურთიერთგაცვლა.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა