კუჭის ამორეცხვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუჭის ამორეცხვა – სამკურნალო პროცედურაა, რომელსაც მიმართავენ შხამით ან საკვებით მოწამვლისას, კუჭში შიგთავსის ხანგრძლივად შეჩერების, გასტრიტის და სხვ. დროს. კუჭის ზონდისა და მინის ძაბრის საშუალებით კუჭში რამდენჯერმე ასხამენ და უკანვე ამოაქვთ დიდი რაოდენობით სითხე (თბილი წყალი, სოდის სუსტი ხსნარი, კალიუმპერმანგანატის ხსნარი, ბორჯომის წყალი და სხვ.). საოჯახო პირობებში ავადმყოფს აძლევენ დიდი რაოდენობით სითხეს და ენის ძირზე თითის დაჭერით იწვევენ პირღებინებას. კუჭის ამორეცხვა სახიფათოა კუჭიდან სისხლის დენის, გულის კუნთის ინფარქტის, მაღალი არტერიული წნევისა და სხვ. დროს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა