ლეტერერ – სივეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლეტერერ – სივეს დაავადება – (E. Letterer, გერმ. პათოლოგი; A. Siwe შვედი პედიატრი; სინ.: მწვავე სისტემური პროგრესირებადი ჰისტიოციტოზი, ავთვისებიანი ჰისტიოციტოზის საბავშვო ფორმა) დაავადება, რომელიც ხასიათდება ატიპიური ჰისტიოციტების ზრდის კერების წარმოქმნით კანში, ძვლებში, შინაგან ორგანოებში; დაავადება ხშირად აღინიშნება ადრეული ასაკის ბავშვებში; ვითარდება მწვავედ. ყველაზე ადრეული გამოვლინებაა თავზე სებორეა, პაპულოზურ – სკვამოზური გამონაყარი, რომელიც ლოკალიზებულია სხეულის ზედა ნახევრის კანზე. აღინიშნება ცხელება, ღვიძლის, ელენთის, ლიმფური კვანძების გადიდება. დამახასიათებელია ლორწოვანი გარსების დაზიანება აფთოზური სტომატიტისა და ვულვოვაგინიტის სახით, ვლინდება მორეციდივე ჩირქოვანი ოტიტი და მასტოიდიტი, რომელიც არ ექვემდებარება ანტიბაქტერიალურ მკურნალობას. ხშირია ბრტყელი ძვლების დაზიანებები (ქალა, მენჯი, ბეჭი)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook