ლიპოის მჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიპოის მჟავა – გოგირდის შემცველი მონოკარბონის მჟავა. მონაწილეობს როგორც კოფერმენტი ორგანიზმის ჟანგვით რეაქციებში. წარმოადგენს ზრდის ფაქტორს ზოგიერთი მიკროორგანიზმისათვის.- (კანისა და ვენ. დაავ.) lipoma ცხიმოვანი ქსოვილიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. ლოკალიზდება უპირატესად  კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, შემოსაზღვრულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. ლიპომებს გააჩნიათ ნორმალური კანის ფერის, ნახევარრკალისებური, შეხებით რბილი კვანძების შესახედაობა, რომლებმაც სიდიდით შეიძლება მიაღწიონ ბავშვის თავის ზომას. არც თუ იშვიათად ლიპომები ინფიცირდებიან, იშვიათად ხდება მათი გამეჩხერება.  (ქირურგ.) ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე. გასინჯვით სიმსივნის ზედაპირი სწორია, თანაბარი, ზოგჯერ წილაკოვანი შენების. სიმსივნე ნელა იზრდება და შეიძლება მიაღწიოს დიდ ზომებს. მკურნალობა. მცირე ზომის ლიპომები ავადმყოფებს არანირ უსიამოვნო შეგრძნებებს არ ანიჭებენ. დიდი ლიპომები, რომლებიც განლაგებულია სხეულის ღია ნაწილებზე და იწვევენ კოსმეტიკურ დარღვევებს, ადვილად მოსაშორებელია ოპერაციული გზით. (2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook