ლობური სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლობური სკლეროზი – (ლათ. Lobus, ბერძ.  – დან Lobos წილი; სკლეროზი) თავის ტვინის სკლეროზი, რომელიც ვრცელდება ტვინის ქერქის გარკვეულ უბნებზე ან ტვინის მთელს ჰემისფეროზე. ლობური სკლეროზი ვითარდება ბავშვობის ასაკში ენცეფალიტების, სეპტიკური მენინგოენცეფალიტის, ტვინის სიხლძარღვების თრომბოზების, ან მათი ემბოლიის შედეგად; ასევე დიდი ტვინის ჰემისფეროების მრავალი გენეტიკურად განპირობებული სკლეროზული პროცესების დროს. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ატროფიული პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზე. აღინიშნება პარეზები და დამბლები, კოორდინაციის მოშლა, ტრემორი, თვალის კუნთების პარეზი, ნისტაგმი, მხედველობის, სმენის, მეტყველების, მოშლა, შესაძლოა აღინიშნებოდეს ეპილეფსიური კრუნჩხვები, დემენცია. დაავადების მიმდინარეობასთან ერთად გაუარესება აღინიშნება ძირითადად ფსიქიკის მხრივ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian