ლუმინესცენციური მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლუმინესცენციური მიკროსკოპია – (ლათ.lumen  –  სინათლე) ციტო და ჰისტოლოგიური გამოკვლევების ფართოდ გამოყენებული მეთოდი, რომელიც ემყარება ლუმინესცენციურ მიკროსკოპებში ლუ­მი­ნესცენციის, ანუ ცივი ნათების მოვლენის გამოყენებას. უკანასკნელი წარმოიქმნება ზოგიერთ ნივთიერებაზე მოკლეტალღიანი სხივების (ულტრაიისფერი ან რენტგენის) გავლენით. ბუნებრივ ლუმინესცენციას აძლიერებენ სპეციალური საღებარებით  –  ფლუოროქრომებით (ნა­რინჯისფერი აკრიდინი, კორიფოსფინი, ფლუორესცეინი და სხვ.) წინას­წარ დამუშავებით. აკრიდინით შეღებილი უჯრედების ლუმინეს­ცენციური მიკროსკოპიის დროს დნმ იძლევა კაშკაშა მწვანე ნათებას, ხოლო რნმ  –  ნარინჯისფერს. ეს შესაძლებელს ხდის ნუკლეინის მჟავების ლოკალიზაციის შესწავლას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – (ლათ. Lumen, სინათლე; ბერძ. Mikros მცირე + skopeo დათვალიერება, გამოკვლევა) მიკროსკოპიის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ მიკროორგანიზმების, უჯრედების, ქსოვილების ან მათ შემადგენლობაში შემავალი ცალკეული სტრუქტურების პირველად ან მეორად ლუმინესცენციას.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian