მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია

მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია – დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც იყენებს ბირთვულ – მაგნიტური რეზონანსის ფენომენს – ატომის ბირთების მიერ, რომლებიც იმყოფებიან ძლიერ მუდმივ მაგნიტურ ველში, მათზე მოქმედი რადიონაწილაკოვანი ენერგიის შთანთქმა რეზონანსული სიხშირით და მათ მიერ შთანთქმული იმავე სიხშირის ენერგიის შემდგომი ემისია.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის ტომოგრაფიული მეთოდს წარმოადგენს, რომელიც იკვლევს შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის ფიზიკური მოვლენის მეშვეობით. მაგნიტური ველის ზემოქმედებით ხდება ორგანიზმში წყალბადის ატომბირთვების აგზნება, რაც ბრუნდება სიგნალის სახით, სიგნალების დამუშავების შედეგად კი მიიიღება გამოსახულება.  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ მაგნიტურ – რეზონანსული კვლევა არ არის დაკავშირებული გამოსხივებასთან და შესაბამისად სრულიად უსაფრთხოა ამ თვალსაზრისით.

მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია ძირითადად გამოიყენება რბილი ქსოვილებში მიმდინარე ცვლილებების დიაგნოსტირებისათვის, საშუალებას იძლევა მოხდეს თავისა და ზურგის ტვინის, ასევე სხვა შინაგანი ორგანოების  ვიზუალიზაცია მაღალი ხარისხით, რაც ვერ მიიღწევა რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით. მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი გავრცელებული მდგომარეობების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის პროცესში, როგორიცაა კიბო, ნევროლოგიური დარღვევები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებები. შედარებით ხშირად მიმართავენ მაგნიტურ – რეზონანსულ ტომოგრაფიას ხერხემლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გამოკვლევისათვის. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფია აქტიურად გამოიყენება ანგიოლოგიაში, ონკოლოგიაში, უროლოგიაში და მედიცინის სხვა დარგებში. ასევე მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით შესაძლებელია გამოვიკვლიოთ ორგანოების ფუნქციური მდგომარეობა: გაიზომოს თავზურგტვინის სითხის მოძრაობის, სისხლის მიმოქცევის სიჩქარე, ქსოვილებში დიფუზიის დონე, თავის ტვინის ქერქის აქტივაციის დონე და მრავალი სხვა.

მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიიის სახეები:

  • დიფუზურ სპექტრალური მაგნიტურ – რეზონანსული  ტომოგრაფია – მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს თავის ტვინისა და სხვა ორგანოების იშემიის ხარისხი
  • მაგნიტურ – რეზონანსული სპექტროსკოპია – საშუალებას იძლევა განისაზღვროს სხვადასხვა დაავადებების დროს ქსოვილებში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილებები. მაგნიტურ – რეზონანსული სპექტროსკოპია ასახავს მეტაბოლიზმის პროცესებს და გამომდინარე იქიდან, რომ მეტაბოლიზმის დარღვევები ვითარდება კლინიკურ გამოვლინებამდე,  მრტ სპექტროსკოპიის საფუძველზე შესაძლებელია დაავადებების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპებზე
  • მაგნიტურ – რეზონანსული ანგიოგრაფია –  სისხლძარღვების  გამოკვლევის მეთოდი მაგნიტურ – რეზონანსული კვლევის მეშვეობით. მეთოდი საშუალებას იძლევა შეფასდეს სისხლის მიმოქცევის როგორც ანატომიური, ისე ფუნქციური თავისებურებები.  მკაფიო გამოსახულების მისაღებად მიმართავენ საკონტრასტო ნივთირებებს
  • ფუნქციური მრტ კვლევა – თავის ტვინის ქერქის კარტირების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება თავის ტვინის სხვადასხვა უბნები. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტვინის ცალკეული უბნების მუშაობისას მათში ძლიერდება სისხლის მიმოქცევა. გამოკვლევის პროცესში პაციენტს ეძლევა დავალებები და ხდება შესაბამისი უბნების სისხლის მიმოქცევის შეფასება და გამოსახულების მიღება.

მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიიის აბსოლიტური და შედარებითი უკუჩვენებები

აბსოლუტური უკუჩვენებებია:

  • კარდიოსტიმულატორი (მაგნიტური ველის ცვლილებამ შესაძლოა მოახდინოს გულის რითმის იმიტირება
  • შუა ყურის ფერომაგნიტური ან ელექტრონული იმპლანტები
  • დიდი ზომის იმპლანტები, ფერომაგნიტური ნამსხვრევები

შედარებითი უკუჩვენებები:

  • ინსულინის ტუმბო
  • ნეიროსტიმულატორები
  • შიგნითა ყურის არაფერომაგნიტური იმპლანტები
  • გულის სარქვლოვანი პროტეზები
  • სისხლდენის შემაჩერებელი კლიპსები (გარდა თავის ტვინის სისხლძარღვებისა)
  • დეკომპენსირებული გულის უკმარისობა
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი (არსებობს არასაკმარისი მონაცემები
  • კლაუსტროფობია
  • ფიზიოლოგიური მონიტორინგის საჭიროება
  • პაციენტის არაადექვატურობა
  • თანხმლები დაავადების სიმძიმე

მაგნიტურ –  რეზონანსული ტომოგრაფია ასევე უკუნაჩვენებია ისეთი ტატუს არსებობისას, რომელიც შესრულებულია მეტალის შენაერთებიანი საღებავით. ფართოდ გამოყენებადი ტიტანი პროტეზირებისას არ გვევლინება ფერომაგნიტურ შენაერთად და პრაქტიკულად უსაფრთხოა მრტ კვლევისათვის. გამონაკლისია  ტატუირება, რომელიც ტიტანის შენაერთებზე დამზადებული საღებავებითაა შესრულებული.     ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..