მადეფორმირებელი ოსტეოართროზი

მადეფორმირებელი ოსტეოართროზი ხასიათდება სასახსრე ხრტილებისა და ძვლების დეგენერაციული ცვლილებებით, ჭარბი ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნით, უხშირესად სასახსრე ზედაპირების მიდამოებში. დაავადება ვითარდება ხანში შესული ასაკის პირებში, მენოპაუზის პერიოდში და სხვ. სიმპტომები. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ; ძირითადად ვლინდება სახსრის ტკივილითა და გარდამავალი ანთებითი ცვლილებებით.

სახსრების მნიშვნელოვანი დეფორმაციები და ანკილოზები პრაქტიკულად არ ვითარდება. დამახასიათებელია ხელის თითების დისტალური ფალანგების შესქელება და კვანძების გაჩენა, ჩვეულებრივ უმტკივნეულო. ეს ე.წ. ჰებერდენული კვანძები ხშირად ეშლებათ პოდაგრის ან რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებში.

არც თუ იშვიათად დაავადება მიმდინარეობს შესაბამის სახსრებში მკვეთრი ტკივილებით, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ გამოხატული ფსიქასთენია. რენტგენოლოგიური გამოკვლევებით, ძვლოვანი ქსოვილის წვეტიან ახალწარმონაქმნებთან ერთად, აღინიშნება ოსტეოპოროზი. სახსრებში ანთებითი ცვლილებების გამოჩენის შემდეგ, ადგილი აქვს ზომიერ ლეიკოციტოზს, ედს – ის მომატებას.


Share this...Share on Facebook
Facebook