მაკ დუფიეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მაკ დუფიეს სინდრომი – მანეკროზებელი ვენულიტი. მანეკროზებელი ვენოანგიიტი. ნიშნები: გამონაყარი კანზე, კანის საფარისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, სპეციფიკური კომპლემენტის აქტივაცია ცხვირის და ლოყების ლორწოვანზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ქვედა კიდურებზე ლოკალიზებული პაპულები, სახის გამონაყარი, ადგილი აქვს აგრეთვე ართრალიას, თირკმლების ზომიერ უკმარისობას, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს, ადენოპათიას. ცვლილებებს თვალების მხრივ (კერატიტი, კონიუნქტივიტი, ეპისკლერიტი). სინდრომი განეკუთვნება ჰიპერიმუნურ პროცესებს. პათოლოგოჰისტოლოგიურად – ვენულოკაპილარული ზონის არჩევითი დაზიანება. უფრო ხშირად ავადდებიან ქალები, რისკ ფაქტორებია ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქოპნევმონია და თამბაქოს წევა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook