მაობლიტირებელი დაზიანებები კიდურის სისხლძარღვების

მაობლიტირებელი დაზიანებები კიდურის სისხლძარღვების – (ლათ. Obliterare გადაშლა, განადგურება; სინ.: კიდურის სისხლძარღვების ოკლუზიური დაზიანება)კიდურების სისხლისა და ლიმფური ძარღვების დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან მათი სანათურის შევიწროებით სრულ ობლიტერაციამდე (ოკლუზია) და მიმდინარეობენ კიდურებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სხვადასხვა ხარისხის მოშლით. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ სამ ჯგუფს: კიდურების არტერიების მაობლიტირებელი დაზიანებები; კიდურების ვენების მაობლიტირებელი დაზიანებები; კიდურების ლიმფური ძარღვების მაობლიტირებელი დაზიანებები.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook