მარინესკუ – შეგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მარინესკუ – შეგრენის სინდრომი – (G. Marinescu რუმინ. ნევროპათოლოგი; K. G. T. Sjogen შვედი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი)იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თანდაყოლილი ორმხრივი კატარაქტით, ოლიგოფრენიით და ზურგისტვინ – ნათხემოვანი ატაქსიით. კლინიკურად ვლინდება ადრეულ ასაკში. სიბრმავე ვითარდება ორმხრივი კატარაქტის შედეგად, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, მოგვიანებით ვლინდება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა. სინდრომის შ დარებით არამუდმივი ნიშნებია: ტანდაბლობა, ჩონჩხის ანომალიები (მიკროცეფალია, დოლიქოცეფალია, ხერხემლის გამრუდება), კიდურის კუნთების სისუსტე, პირამიდული სიმპტომები, სიელმე, ნისტაგმი და სხვ. დაავადება მიმდინარეობს ნელა, პროგრესირებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა