მასტოიდიტი მწვავე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მასტოიდიტი მწვავე – დვრილისებრი მორჩის ქსოვილთა მწვავე ანთება; ხშირად წარმოადგენს შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებას (მეორადი მასტოიდიტი). პირველადი მასტოიდიტი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება გამოწვეული ტრავმის შედეგად ან სეფსისის დროს. წარმოიქმნება სუბპერიოსტალურიი აბსცესი ან ჩირქი აღწევს ქალას ღრუში და იწვევს ქალაშიდა გართულებებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დვრილისებრი მორჩის გარეთა საფარველის ტკივილი, შეშუპება და ჰიპერემია, ყურიდან ჩირქდენა. ოტოსკოპიით გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია მისი ზედა უკანა კედლის დაშვებით. აღინიშნება თავის ტკივილი, უძილობა, მადის დაკარგვა. ტემპერატურა მატულობს 38,50 С, მაგრამ არაიშვიათად რჩება სუბფებრილური. მასტოიდიტი შესაძლებელია განვითარდეს რამდენიმე დღეში, ზოგჯერ რამდენიმე კვირაში და თვეში. დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგურ გამოკვლევას. მკურნალობა კონსერვატულია: შუა ოტიტის მკურნალობა. ოპერაცია – ანტრომასტოიდოტომია ნაჩვენებია დვრილისებრ მორჩში გამოხატული დესტრუქციული ცვლილებების დროს; ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა პროცესის გადასვლა ტვინის გარსებზე, სიგმოიდურ სინუსზე ან ლაბირინთზე, სახის ნერვის დამბლა, სუბპერიოსტული აბსცესი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook