მეა – სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეა – სინდრომი – თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზის და წვრილი ნაწლავის პეპტიკური წყლულების შეუღლება. ხასიათდება ერთდროულად: 1. ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნით (რომელიც შეიძლება განვითარდეს მისი ნებისმიერი უჯრედისაგან), 2. პარათიროიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზიით (რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები), 3. კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები; 4. პეპტიკური წყლულებით წვრილ ნაწლავში. ამ სინდრომს საფუძვლად უდევს აპუდ – სისტემის (იხ.) უჯრედთაგან განვითარებული მრავლობითი ენდოკრინული ადენომატოზი (მეა) ანუ მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზმები (მენ). სინონიმი: ვერმერის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook