მეზენქიმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეზენქიმა – 1. (mesenchyma ბერძნ.mesos – შუა, შუამდებარე, enchyma – რაიმე ჩასხმული, ვავსებ) ფაშარად განლაგებული მორ­ჩებიანი, ბადისებურად ერთმანეთთან დაკავშირებული შერეული წარ­მოშობის უჯრედების – მეზენქიმოციტების (mesenchymocytus – მეზენქიმური უჯრედი) ერთობლიობა, რომლებიც ამოავსებენ ჩანასახის სხეულის პირველად ღრუში შუალედებს ორგანოთა და ქსოვილთა უფრო მკვრივ ნერგებს – ჩანასახოვან ფურცლებს შორის. შიგა გარემოს ემბრიონული ქსოვილი – მეზენქიმა უპირატესად წარმოიქმნება მეზო­დერმისაგან (წარ­მოიქმნება სკლეროტომი, დერმატომი, სპლანქნოტომი და პარიესული ფურ­ცლები). მეზენქიმის ნაწილი წარმოიქმნება სხვა ჩანასახოვანი ფურ­ცლებიდან (იხ.ექტომეზენქიმა). მეზენქიმიდან ვითარ­დება სისხლი, შე­მაერ­თებელი ქსოვილი, ხრტილი, ძვალი, გლუვი კუნთო­ვანი ქსოვილი. განვითარების ადრეულ სტადიებზე მეზენქიმა ლაბი­ლურად დეტერმი­ნირებულია დი მისი დიფერენცირების მიმართულება შესაძლებელია შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის მოქმედებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ჩანასახოვანი შემაერთებელი ქსოვილი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook