მეიგსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეიგსის სინდრომი – (J. V. Meigs, ამერ. ქირურგი; სინ.: დემონ – მეიგსის სინდრომი) ასციტისა და ჰიდროთორაქსის არსებობა საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს. დაავადება ხშირია ხანშიშესულ ქალებში; კლინიკურ სურათში აღინიშნება ასციტის და ჰიდროთორაქსის ნიშნები; ამასთან, სიმსივნე ვითარდება უსიმპტომოდ, თუმცა შესაძლოა მიაღწიოს დიდი ზომებს. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ სითხე პლევრის ღრუში და მუცლის ღრუში ქრება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook