მელორეოსტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მელორეოსტოზი – (melorheostosis; ბერძ. Melos კიდური + rheo დენა, დინება + osteon ძვალი; სინ.: ლარის დაავადება)ერთი ან რამდენიმე ძვლის, უპირატესად ზედა ან ქვედა კიდურების ძვლების, ძვლოვანი სტრუქტურის მკვეთრი გამსხვილება. დაავადება დაკავშირებულია ოსტეოგენეზის ანომალიასთან. ავადმყოფები აღნიშნავენ ტკივილებს, რომელიც ძლიერდება ღამით. ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებს აღენიშნებათ დაზიანებული კიდურის სისუსტე, გაურკვეველი შეგრძნების სიმძიმე, კუნთების ატროფია; მოგვიანებით თან ერთვის სახსრებში მოძრაობის გაძნელება, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს. ექვემდებარება მკურნალობას; პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook