მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი – (ფრანგ. code – პირობითი შემოკლება, შიფრი, ლათ.informare – შეტყობინება) გენეტიკური კოდი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობის მატერია­ლურ სუბსტრატში – დნმ – ის მოლეკულაში აზოტური ფუძეების გარკვეული მონაცვლეობით განლაგება. უოტსონისა და კრიკის (1953) ჰიპოთეზის თანახმად, დნმ – ის მოლეკულა თავისი სტრუქტურით ჰგავს სპირალურად დახვეულ თოკის კიბეს, რომლის ორი გვერდითი ზონარი შედგება შაქარ – ფოსფატის ჯაჭვებისაგან, აზოტური ფუძეების მონაც­ვლე წყვილები (თიმინი – ადენინი და გუანინი – ციტოზინი) კი ხიდებია. დნმ – ის მაკრომოლეკულის სიგრძეზე დასაშვებია ამ შემადგენელი ნაწილების უსასრულოდ დიდი რიცხვით მონაცვლეობა, რაც უზრუნ­ველყოფს მასში გენეტიკური ინფორმაციის დიდი მარაგის „ჩაწერის“ შესაძლებლობას. გენეტიკური ინფორმაციის ერთეულებს უწოდებენ კოდონებს , რომლებიც თავის მხრივ შედგებიან გარკვეული თან­მიმდევრობით განლაგებული სამი აზოტური ფუძისაგან – ტრიპლეტი­საგან . უკანასკნელ წლებში შესაძლებელი გახდა მიკროორგანიზ­მების ზოგიერთი ამინომ;ავას სინთეზის მაკონტროლებელი სამასოიანი კოდის ანუ ტრიპლეტების შემადგენლობის გაშიფვრა. ეს კი მნიშვნე­ლოვანი ნაბიჯია ცხოველთა და ადამიანთა უჯრედების გენეტიკური კოდის მთლიანად ამოსაცნობად. დნმ – ის ქიმიური შედგენილობა მოცემული სახეობის უჯრედებისათვის სპეციფიკურია. შეიცავს რა გენეტიკური ინფორმაციის უდიდეს მარაგს, დნმ ბიოსინთეზს წარ­მართავს პირდაპირი უკუკავშირის მიმართულებით: „დნმ – რნმ – ცილა“ და „გარემო – ცილა – დნმ“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook