მენარქე

www.medgeo.netმენარქე – (ბერძ. men – თვე, arche – დაწყება) პირველი მენსტრუაცია, რომელიც როგორც წესი დგება 12 – 14 წლის ასაკში, პირველი მენსტრუალური სისხლდენა.

მენარქე ჩვეულებრივ ხდება მკერდის განვითარების პირველი ცვლილებებიდან (თელარქე) 2-2,5 წლის შემდეგ. ეს ცენტრალური მოვლენაა ქალის სქესობრივი განვითარების თვალსაზრისით, რაც მიუთითებს ორგანიზმის დაორსულების უნარზე.

გოგონების უმრავლესობაში, როგორც წესი, მენარქე დგება 11-13 წლის ასაკში (საშუალოდ, 8-10-დან 15-16 წლის შუალედში), მისი დაწყების დრო დამოკიდებულია ორგანიზმის ფიზიკურ განვითარებაზე, კვებაზე, გადატანილ დაავადებებზე, სოციალურ და საცხოვრებელ პირობებზე და მრავალ სხვა პირობებზე.

მენარქის წინამორბედი ნიშნები შეიძლება იყოს „უსაფუძვლო“ თვითშეგრძნების ცვლილებები, ასევე დაღლილობა, სისუსტე, გაღიზიანებადობა ან ანტიპათიის შეტევები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, გულის რევა, ტკივილი წელის არეში და სხვა.


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.