მეჭეჭები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეჭეჭები – (კანისა და ვენ. დაავ) კანის კონტაგიოზური, ვირუსული დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. სიმპტომები. განასხვავებენ ჩვეულებრივ (მარტივ), ბრტყელ (სიყმაწვილის) და ლანჩისებურ მეჭეჭებს. ჩვეულებრივი მეჭეჭები – ქინძისთავის ან ბარდის მარცვლის ზომის, მკვრივი, არაანთებითი კვანძები, რომელთაც გააჩნიათ არასწორი ზედაპირი დვრილისებრი წანაზარდებით; შესაძლებელია მათი დაჯგუფება უფრო მასიურ ხორკლიან ფოლაქებად. უხშირესად გვხვდება ბავშვებში მტევნების ზურგის ზედაპირებზე, სახეზე, იშვიათად კანის სხვა უბნებზე. ბრტყელი მეჭეჭები გვხვდება მოზარდებში, გააჩნიათ მორუხო – თეთრი ფერის ვარდიფერი ელფერით, ბრტყელი და კანის ზედაპირიდან ოდნავ ამოწეული, შეხებით მკვრივი კვანძების შესახედაობა. ჩვეულებრივი მეჭეჭებისგან განსხვავებით, მათი ზედაპირი გლუვია, იშვიათად დაფარულია ქატოსებრი ქერცლებით. ლანჩისებრი მეჭეჭები – მკვრივი, მოყვითალო – რუხი ფერის, კონუსისმსგვავსი ჩაღრმავებები დერმაში, მტკივნეულნი, წარმოიქმნებიან მუდმივი ზეწოლის ადგილებში (მოუხერხებელი ფეხსაცმელი).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა